ივანე მაჭავარიანი - არჩევნები რომ არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის

ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული, ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, მათთვის არჩევნების შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მათი დიდი ნაწილი პარლამენტში შემოსულიყო, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა მედიასთან ოპოზიციის პარლამენტში არშემოსვლის ფაქტის კომენტირებისას.

მისი განცხადებით, მმართველმა პარტიამ მაქსიმუმი გააკეთა მოლაპარაკებების გზით კონსენსუსის მისაღწევად.

„თუ რამეში არ არის „ქართული ოცნების" ბრალი, ეს არის ის, რომ დღეს ოპოზიცია აქ არ არის. ის, რომ არგაყალბებულ არჩევნებზე ეთქვა, რომ გაყალბებულია, ეს აბსურდია. ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. არჩევნების შედეგი მათთვის არ აღმოჩნდა საკმარისი პარლამენტში შემოსვლისთვის. ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ეს ნიშნავს, იმას, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ნაწილდება ისე, იქმნება ისეთი ლანდშაფტი, რომელიც სამწუხაროდ, ხელს უშლის კონსენსუსის მიღწევას. არ დაგიმალავთ, ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, დღეს ოპოზიცია სხდომაზე ყოფილიყო, ასევე დასწრებოდა ბიუჯეტის განხილვას, არა იმიტომ, რომ მსიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ თუ არსებობს პატარა შანსი მაინც, რომ იქნება იმგვარი კრიტიკა, რომელიც რაღაც საკითხს გადაგვახედებს, გვაიძულებს უკეთესად გავაკეთოთ, ეს კრიტიკა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი კრიტიკა, 80-90%-ის შემთხვევაში, ვიცით, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლო, პოპულისტურია და ემსახურება სპეკულაციებს, მაგრამ 3%-იც რომ იყოს ჯანსაღი კრიტიკისა, იმსახურებს, რომ აისახოს ბიუჯეტში და ეკონომიკის განვითრებში", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა