გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი ხვალ გაგრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანის, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს სასამართლო პროცესი დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი ბრალდებულის, ზ.ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა, დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები გამოიკითხნენ.

„გამოიკითხნენ მოწმეები დღეს, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და ჩვენ ჩვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით ბრალდების მხარის მოწმეებს და შემდგომ უკვე გააგრძელეს წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. 5-ვე პირი პატიმრობაში რჩება“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 22 დეკემბერს გაგრძელდება.

ცნობისთვის, დღეს პარალელურად, ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, 8 სრულწლოვანის საქმეზე და სასამართლომ მათ მიმართ შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა