გიორგი გახარია - თავდაცვის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს, რომელსაც აღიარებენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე ქართული თავდაცვის ძალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ პროგრესი განიცადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნატოს მიმართულება ძალიან მნიშნელოვანია და თავდაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს საერთაშორისო პარტიონერი და ასევე, ქართული თავდაცვის ძალებიც აღიარებენ.

„ნატო-ს მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, და საერთოდ თავდაცვის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხელჩასაჭიდი, ძალიან თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს, რომელსაც აღიარებენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული თავდაცვის ძალებიც. ისინი უბრალოდ ხედავენ, რამხელა პროგრესი განიცადა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ და ეს არის პრიორიტეტული მიმართულება ასევე ჩვენთვის,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა