არჩილ თალაკვაძე ელჩების კონფერენციაზე - ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხოების განმტკიცება და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია - ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანები

ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხოების განმტკიცება და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაცია - ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანები, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციები გაიძლიეროს, მიაღწიოს შედეგს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრეაციის კუთხით და დარჩეს დასავლეთის საიმედო დასაყრდენად რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა.

თალაკვაძემ ელჩებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს გამორჩეული დიპლომატიური კორპუსი ჰყავს, რომელსაც აქვს დიდი ნდობა როგორც მოქალაქეების, ასევე საქართველოს პარტნიორების მხრიდან.

„კოვიდ პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ იყო დიპლომატი და იყო ელჩი ეს არის უნივერსალური ფუნქცია და არ არსებობს სფერო, სადაც ელჩებს არ შეუძლიათ თავისი უნიკალური როლის შესრულება. ის, რაც საქართველოს ელჩებმა გააკეთეთ პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, არის გამორჩეული წვლილი და ის სათანადოდ უნდა იქნას დაფასებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ინფორმაციით, ელჩების კონფერენცია 2020, სადაც გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა