არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის

ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს პარლამენტს ძლიერი საგარეო გუნდი ჰყავს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელებაში, საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში და ელჩებთან ერთად იმუშავებს მეტი პროგრესის და წარმატებების მისაღწევად.

"ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის. ამისათვის საჭიროა ერთობლივი მუშაობა - მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით, ჩვენს პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით და კოორდინაციით უნდა შევქმნათ ამისთვის პირობები და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ჩამოყალიბებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ელჩების კონფერენცია 2020, სადაც გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს