სპორტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი სპორტსმენებისთვის უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას იწყებს

საქართველოს სპორტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი სპორტსმენების და მწვრთნელების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებასა და ხელშეწყობის მიზნით, სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის უფასო, დისტანციურ მომსახურებას იწყებს.

მათი ცნობით, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, სპორტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა უკვე რამოდენიმე თვეა შეცვალა მუშაობის ფორმატი და სამუშაო შეხვედრებს დისტანციური მუშაობის ფორმატით აგრძელებს.

"ახალი კოვიდ-19 ის გავრცელებამ და არსებულმა პანდემიამ სპორტის წარმომადგენლების დღის წესრიგი სრულად შეცვალა, მათ შორის შეიცვალა ვარჯიშების, შეკრებების და საშეჯიბრო სეზონების ცვლილებები. ცვლილებების ფონზე გაიზარდა სტრესის მაჩვენებელი და ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები სპორტსმენებში. სპორტსმენებს უწევთ სპორტული ცხოვრების შეჩერება, ძალების აღდგენა და არსებული სირთულეებისა და გამოწვევების გადალახვა.

საქართველოს სპორტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპორტულ ფედერაციებს, სპორტსმენებს და მწვრთნელებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების უფასო, დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს. სერვისი ითვალისწინებს სპორტსმენებისა და მწვრთნელების ფსიქოგანათლებას, ტრენინგებს სტრესზე და პანდემიის პირობებში სპორტსმენების მხარდაჭერას. უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფედერაციებთან და სპორტული კლუბის წარმომადგენელთან, რომელზეც მოხდა მათი საჭიროებების განსაზღვრა და ფსიქოლოგიური სერვისების გაცნობა.

მსურველებს ჯგუფებში მოსახვედრად რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე შეუძლიათ ",- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა