ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის. მათივე ინფორმაციით, ეს პანდემიის ევულუციის ნორმალური ნაწილია.

”ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი. ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრა ისე, როგორც არის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ვირუსის ევოლუციის ნორმალური ნაწილია”, - განაცხადა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ონლაინ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ ვარიანტით ხალხი უფრო რთულად ავადდება ან უფრო მომაკვდინებელია ვიდრე COVID-19- ის არსებული შტამები, თუმცა, როგორც ჩანს, იგი უფრო ადვილად ვრცელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე