სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას

მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

"ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე.

ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა", - წერს პრეზიდენტი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს