აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსთან დაკავშირებული ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 892 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ახალი ფინანსური პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკისთვის დახმარების აღმოჩენაა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ფინანსური დახმარების ფარგლებში მოქალაქეები 600 აშშ დოლარს პირდაპირი ფულადი დახმარების სახით მიიღებენ, უმუშევრობისთვის დაწესებული კომპენსაცია კი კვირაში 300 აშშ დოლარით გაიზრდება. ამასთან, ახალი ფინანსური პაკეტი მცირე ბიზნესის სესხების პროგრამის მოცულობის 284 მილიარდი დოლარით გაზრდას და სკოლების, ავიაკომპანიების და ვაქცინების განაწილების ფინანსური დახმარების მიზნით თანხის გამოყოფასაც ითვალისწინებს.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ დოკუმენტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, საბოლოოდ კი მას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი.

აღნიშნული პაკეტი სიდიდით მეორე ფინანსური სტიმული იქნება ეკონომიკისთვის მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში კონგრესმა 2.3 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის დახმარება დაამტკიცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა