ენტონი ფაუჩი - არ გამიკვირდება, თუ კოვიდ 19-ის ახალი სახეობა უკვე შეერთებულ შტატებშიც არის

კოვიდ 19-ის ახალი სახეობა, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება გამოიწვია, შესაძლოა, უკვე შეერთებულ შტატებშიც იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

„არ გამიკვირდება, თუ კოვიდ 19-ის ახალი მუტაცია უკვე აშშ – შია,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ვინაიდან კოვიდ-19- ის გამომწვევი კორონავირუსი რნმ-ვირუსია, ამიტომ ის ხშირად განიცდის მუტაციას.

„მუტაციების უმეტესობას არა აქვს ფუნქციური მნიშვნელობა. რაც შეეხება ახალ სახეობას, მასთან დაკავშირებით არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მან ვირუსს უფრო ადვილად გავრცელების საშუალება მისცეს,“- განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

ფაუჩის განმარტებით, მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები. მისი თქმით, როგორც ჩანს, ის ვირუსს უფრო ლეტალურს არ ხდის.

„ის ადამიანების უფრო მძიმედ დაავადებას არ იწვევს და როგორც ჩანს, ზეგავლენას არც იმ ვაქცინის ეფექტზე ახდენს, რომელსაც ახლა ვაქცინაციისთვის ვიყენებთ,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე აკრძალვის დაწესება ნაადრევია, ვინაიდან „სამოგზაურო ლოქდაუნის“ გამოცხადებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაუჩის თქმით, იგი ფიქრობს, რომ უმჯობესია, გაერთიანებული სამეფოდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო ტესტირება დაწესდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა