ბექა დავითულიანი - რუს ჟურნალისტს მაქსიმ შევჩენკოს დღეის მდგომარეობით ქართულ კანონმდებლობასთან პრობლემა არ აქვს

რუს ჟურნალისტს მაქსიმ შევჩენკოს დღეის მდგომარეობით ქართულ კანონმდებლობასთან პრობლემა არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.

დავითულიანის განმარტებით, მაქსიმ შევჩენკომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 2009 წელს დაარღვია, ექვს წელიწადში კი, ამ კანონდარღვევას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.

„ამის შემდეგ შევჩენკო საქართველოში არაერთხელ იყო და რატომღაც დღეს ატყდა ამბავი. ეს ადამიანი საქართველოში ჩამოდის მას შემდეგ, რას მის დარღვევას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა. ის საქართველოში ბიზნესჯგუფმა მოიწვია, შეავსო ბიზნესაპლიკაცია და გამარტივებული წედით შემოვიდა. ამიტომ ეს შეთქმულების თეორიები ცოტა სასაცილოა", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ბოლო პერიოდში პუტინის რეჟიმის მიმართ ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი, ხოლო საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია, თავდასხმის ობიექტი გახდა.

„დავაკვირდეთ ფაქტებს - დავიწყეთ დასავლელი ელჩების ბულინგით და ახლა პუტინისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის შემოსვლის გამო ვაქცევთ ქვეყანას", - დასძინა ბექა დავითულიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის