სომხეთში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფექციისგან 17 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 154 602 შემთხვევაა დადასტურებული, 2 673 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 134 586 პაციენტი.
ქვეყანაში 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.