გიორგი ამილახვარი - ხომ არ გვეფიქრა ინიციატივაზე, სამომავლოდ გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტროს მიერ გატარებული და მიმდინარე რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელმაც მყარი საფუძველი შეუქმნა განათლების სისტემას და ახლა უკვე უნდა გადაიდგას ის თამამი ნაბიჯები, რაც განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილ პროგრამაშია ასახული და რაც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პროგრამის სახით ამომრჩეველს და მოსახლეობას შესთავაზა. ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს უსმენდნენ.

„სწორედ ეს რეფორმები მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ახლა ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა გადავდგათ თამამი ნაბიჯები თქვენი პროგრამის ფარგლებში და მივიღოთ ის განათლების სისტემა, რომელიც რეალურ შედეგებზე იქნება დაფუძნებული, დაფუძნებული იქნება იმ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, რაც დღეს ასე აქტუალურია და ერთხელ და სამუდამოდ დიპლომის აღება არ იქნება შედეგის განმსაზღვრელი, არამედ მთავარი იქნება იმ ცოდნის მიღება, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის ჩვენს მოქალაქეებს და სტუდენტებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია თქვენს პროგრამაში ასახული და ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა ხომ არ არის დრო დაიწყოს მსჯელობა იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი საგრანტო თანხის მოცულობა, რაც ამჟამად ერთნაირია ყველა საგანმანათლებლო პროგრამისთვის, გახდეს დიფერენცირებული, რადგან როგორც ამილახვარი აცხადებს, არ შეიძლება ერთი და იმავე ფასით იყოს დაფინანსებული პროგრამები, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია, მისი ლაბორატორიული თუ ტექნიკური თვითღირებულებიდან გამომდინარე.

„პანდემია არის გამოწვევა, მაგრამ ჩვენ, ვფიქრობ, განათლებაში იმ დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, იმ სასწავლო რესურსების დიჯიტალიზაციით, რაც ამ სფეროში დაგვიგროვდა, ხომ არ გვეფიქრა ინიციატივაზე, სამომავლოდ გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო?"- აღნიშნა დეპუტატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს