სასტუმროებში არსებული რესტორნები 21:00 საათამდე იმუშავებენ, ამის შემდეგ კი მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი იქნება დაშვებული

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სასტუმროებში არსებული რესტორნებიც მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებენ.

როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 21:00 საათის შემდეგ აღნიშნული სასტუმროებისთვის მხოლოდ ნომერში მომსახურება იქნება დაშვებული.

„დღეს სათხილამურო კურორტების გარდა, დაშვებული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების ფუნქციონირება და ამასთან ამ სასტუმროებთან არსებული რესტორნების მუშაობა სასტუმროების სტუმრებისთვის, თუმცა ვხედავთ, რომ სასტუმროები ხშირად ცდილობენ გვერდი აუარონ ამ აკრძალვას, ისევე როგორც ცდილობენ, გვერდი აუარონ კულტურული და სხვა ტიპის გასართობი ღონისძიებების აკრძალვას და გვთავაზობენ საახალწლო ღამეს სადღესასწაული სუფრის გამართვას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე და 21:00 საათის შემდეგ დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი, სხვა რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გააგრძლებენ ფუნქციონირებას მხოლოდ მიტანის ან გატანის სერვისით”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა