მიხეილ ჩხენკელი - რაც არ უნდა კარგი იყოს დისტანციური და ონლაინსწავლება, ვერ ჩაანაცვლებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახში და აუდიტორიებში

რაც არ უნდა კარგი იყოს დისტანციური და ონლაინსწავლება, ვერანაირად, ვერაფერი, ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახში და საუნივერსიტეტო აუდიტორიებში, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „როგორც კი ჯანდაცვის სფერო მწვანე შუქს აგვინთებს, მოსწავლეები რასაკვირველია დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები - აუდიტორიებში“.

“მოსწავლეების სკოლებში და სტუდენტების უნივერსიტეტებში დაბრუნების საკითხი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. როგორც კი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, როგორც კი ჯანდაცვის სფერო მწვანე შუქს აგვინთებს იგივე მობილობის თვალსაზრისითაც, მოსწავლეები რასაკვირველია დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები - აუდიტორიებში. ჩემი ღრმა რწმენით, რაც არ უნდა კარგი იყოს დისტანციური და ონლაინსწავლება, ვერანაირად, ვერაფერი, ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახში და საუნივერსიტეტო აუდიტორიებში. ამას გეუბნებით როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, კარგად ვიცი ეს ამბავი. იმ პედაგოგიურ ენერგიას, რომელიც სუფევს საკლასო ოთახში და აუდიტორიაში, ვერაფერი ჩაანაცვლებს. საკლასო ოთახი და აუდიტორია არის ბუნებივი პროცესი, სადაც სწავლების პროცესი უნდა წარიმართოს. როგორც კი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ცხადია, მოსწავლეები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და უნივერსიტეტში - სტუდენტები. ჩვენი მხრივ, ვიძლევით სრულ გარანტიას, რომ სკოლებში, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება დაცული უმაღლეს დონეზე“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს