სასამართლო გლდანში დაკავებული გიორგი მერაბიშვილისთვის, რომელიც შსს-ის ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო გლდანის რაიონში დაკავებული გიორგი მერაბიშვილისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე დღეს იმსჯელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი, თამარ აბესაძე განმარტავს, მერაბიშვილს ბრალად გოგონას მიმართ მუქარა აქვს წაყენებული და მისთვის იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. მისივე თქმით, გიორგი მერაბიშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით არ მიმართავენ.

,,არანაირი აღკვეთი ღონისძიება არ უნდა იყოს შეფარდებული, ეს არის ჩვენი პოზიცია. თვითონ გიორგი მერაბიშვილის მოთხოვნაა, რომ არანაირი გირაო არ უნდა მოვითხოვოთ, ის ბრალს არ აღიარებს. უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს და საქმეში შეკრებილი მასალები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მასზე რომელიმე სახის აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე მუხლი ვერ წაუყენეს, მას ბრალად წაყენებული აქვს მუქარა გოგონასთან დაკავშირებით და ვნახოთ ეს მუქარა რამდენად დადასტურდება. სანამ მას დააკავებდნენ მანამდე მე შევედი, მას არანაირი იარაღი არ ჰქონია, შემდგომ მოვიდა პოლიცია და წაიყვანეს პოლიციის დაწესებულებაში. პროკურორი ალბათ ახსენებს, რომ მას ყუმბარა ჰქონდა, ჩვენ ვაცხადებთ, რომ მას ხელყუმბარა არ ჰქონია“, - აღნიშნა თამარ აბესაძემ.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა