ამირან გამყრელიძე - ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი - ყველა რეკომენდაცია აუცილებლად დასაცავია, განსაკუთრებით ახლა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დასტაბილურდა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, თუმცა, არა ძალიან მნიშვნელოვანი.

„ჩვენთან ბოლო 3 კვირის განმავლობაში, რაც შეზღუდვები მოქმედებს, მთავარი მიღწევა გვაქვს ის, რომ შემთხვევების მატება უკვე აღარ ფიქსირდება, ანუ დასტაბილიზირდა გარკვეულად ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა და მრუდი უკვე ქვემოთ გადმოიხარა. ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაა, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი.

აქედან გამომდინარე, ყველა ის რეკომენდაცია, რაც არის ჩვენს მიერ ხშირად გაჟღერებული აუცილებლად დასაცავია, განსაკუთრებით ახლა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს