მიხეილ ჩხენკელი - საზოგადოებაში მასწავლებლის, პროფესორის პრესტიჟის ამაღლება ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი

საზოგადოებაში მასწავლებლის, პროფესორის პრესტიჟის ამაღლება ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, პედაგოგთა შრომა ყოველმხრივ იქნება დაფასებული და ხელფასები მოემატებათ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

„ზოგადად სკოლაში ხარისხის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის მასწავლებელი. განათლების ხარისხი დამოკიდებულია პედაგოგის კვალიფიკაციაზე. ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ კვალიფიციური სპეციალისტები და თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ იმ გამორჩეულ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სისტემაში. შესაბამისად, მათი შრომა უნდა იყოს დაფასებული ყოველ მხრივ, მათ შორის, ხელფასების ნაწილში. საზოგადოებაში მასწავლებლის, პროფესორის პრესტიჟის ამაღლება ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს მიმდინარეობს და გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, როგორც მასწავლებლების, ასევე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა