ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ექიმები მკაცრი რეგულაციების მომხრეები არიან, მაგრამ დღეს მივიღეთ ბალანსირებული გადაწყვეტილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიძის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექიმები მკაცრი რეგულაციების მომხრეები არიან.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე ბალანსირებული გადაწყვეტილება მიიღეს.

„ჩემი რეკომენდაციები ყოველთვის ჟღერდება. რამდენჯერმე გავახმოვანე ის, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ უფრო მკაცრი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექიმები, უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრე ვართ, მაგრამ ამავე დროს სასწორის პინაზე იდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, განწყობა და ასე შემდეგ. ამიტომ მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხებზე.

ძალიან რთული იყო დღეს განხილვა. მიღებული იქნა ბალანსირებული გადაწყვეტილება მინიმალურ შემსუბუქებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა