ეკატერინე ტიკარაძე - თუ რუსული ვაქცინა აღიარებული იქნება, შეიძლება არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ მისი მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპზე ამის განხილვა არ მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ რუსული ვაქცინის შემოტანა არ განიხილება. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

„რუსული ვაქცინა არ განიხილება, თუმცა მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის, რომ რუსული ვაქცინა მონაწილეობს ასევე „კოვაქს ფონდში“. თუ ის აღიარებული იქნება მსოფლიოს მიერ, შეიძლება არამხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ ამის მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპისთვის ამის განხილვა არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს