დიმიტრი ხუნდაძე - როცა მცხეთის მორატორიუმზე კითხვა პირველად დავსვი, 2015 წელი იყო, ეს კადრები ამოვიღე და ბევრად ნაკლები ჭაღარა მქონდა, ვიდრე დღეს მაქვს - ისევ ამ თემაზე ვსაუბრობთ

როცა მცხეთის მორატორიუმზე კითხვა პირველად დავსვი, ეს 2015 წელს იყო. ეს კადრები ამოვიღე და ბევრად ნაკლები ჭაღარა მქონდა, ვიდრე დღეს მაქვს. ისევ ამ თემაზე ვსაუბრობთ, - ამის შესახებ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჯანდაცვის და სოციალურ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძემ კითხვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, რა ვადით გაგრძელდება მცხეთის მორატორიუმი.

„საახალწლოდ კიდევ ექნება ეს „საჩუქარი“ მცხეთას, ანუ გაგრძელდება მორატორიუმი კიდევ? ეს სამწუხაროა იმიტომ, რომ როცა კითხვა პირველად დავსვი, ეს 2015 წელს იყო. ეს კადრები ამოვიღე და ბევრად ნაკლები ჭაღარა მქონდა, ვიდრე დღეს მაქვს. ისევ ამ თემაზე ვსაუბრობთ. იმედს ვიტოვებ, რომ ამ თემას დასასრული ექნება. ქალაქი არის გადაკეტილი უკვე მე-6 წელია. 6 წელი ბევრი ადამიანისთვის არის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ იმიტომ, რომ აქამდე ვერ დავწერეთ ეს გენგეგმა, ქალაქს ადევს ძალიან დიდი ბოქლომი. ეს უბრალოდ არ შეიძლება!“, - განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა საპასუხოდ აღნიშნა, მორატორიუმი გენგეგმის შემუშავებამდე გაგრძელდება.

„მცხეთის მორატორიუმთან დაკავშირებით, ბევრი გვაქვს ამ თემაზე ნასაუბრები. გენგეგმის შემუშავება ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული. გავაგრძელოთ ამ თვალსაზრისით მუშაობა, რომ ეს საკითხი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთავარი მოქმედი პირია, ჩვენც ჩართულები ვართ და გენგეგმა ასე ვთქვათ, გადამწყვეტ ფაზში გადავიდა. როგორც კი გვექნება გენგეგმა, ეს დაკავშირებულია შემდგომ მიმიჯნავე საკითხებთანაც“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ცნობისთვის, მცხეთაზე მორატორიუმი 2015 წელს გამოცხადდა, ამ პერიოდიდან მცხეთაში გენერალური გეგმის შემუშავებამდე მორატორიუმი ყველანაირ სამშენებლო სამუშაოებზე - მიწის, ქონების, პრივატიზაციაზე გამოცხადდა.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მიწის პრივატიზაციის საფრთხეების, არქეოლოგიური კომპონენტების დაუცველობის და სარესტავრაციო სამუშაოების დროს ავთენტიკურობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო, 2009 წელს იუნესკომ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა.

იუნესკოს რეკომენდაციების და გადაუდებელი აუცილებლობის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ მუშაობა მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნაზე 2014 წელს დაიწყო. გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი დასრულებული არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა