მამუკა ხაზარაძე - ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი როგორ განვითარდება ქვეყანა - იქნება პროდასავლური, ევროპული, გამჭვირვალე და სამართლიანი, თუ იქნება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მსგავსი, დახურული და უსამართლო

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

„მე კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ოპოზიციის პოზიცია, რომელიც არის იგივე და არ შეცვლილა. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან მზაობა არის. ბურთი არის „ოცნების“ და ხელისუფლების მხარეს და დაველოდებით მათ მზაობას მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით. მოთხოვნები არ შეცვლილა. ეს არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების თემა და სრულად შეცვლა საარჩევნი კოდექსის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ 30-წლიან გაყალბების ისტორიას და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ძლიერი, სუფთა, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარება, რადგან აქედან იწყება სახელმწიფოს მშენებლობა. ეს არის ის მოთხოვნები, რომლებიც არ შეცვლილა და ველოდებით ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას. ეს არის პრინციპული ბრძოლა არა მანდატებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ განვითარდება ის და იქნება პროდასავლური, ევროპული, გამჭვირვალე და სამართლიანი, თუ იქნება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მსგავსი, დახურული და უსამართლო ქვეყანა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ შედგება მეხუთე რაუნდი, ქვეყანა შევა ღრმა კრიზისში.

„ეს არავის არ უხარია, მაგრამ ეს იქნება კარგი გაკვეთილი იმისა, თუ როგორ არ უნდა მიისაკუთრო ხელისუფლება, როგორ არ უნდა გახადო ამხელა ქვეყანა ერთი კაცის მმართველობის ანაბარა. ამას ჩვენ ბოლოს მოვუღებთ და დავამთავრებთ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის მართვის ამ მახინჯ პრაქტიკას! ასევე, ჩვენ არ გამოვრიცხვათ არანაირ აქციას, რაც კანონის ფარგლებშია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს