მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობაზე ისაუბრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

ჩხენკელის თქმით, სამინისტროს ინიციატივით გაიზრდება ისეთი პროგრამებისა და კონკურსების რაოდენობა, რომლიც ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებას მოემსახურება.

„ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების მიზნით ჩვენ, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, სპეციალურ საგრანტო კონკურსს რამდენიმე წელია ვახორციელებთ. სამინისტროს ინიციატივით კიდევ უფრო გაიზრდება ისეთი პროგრამებისა და კონკურსების რაოდენობა, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებას მოემსახურება. აღნიშნული შეეხება როგორც ფუნდამენტურ, ასევე, გამოყენებით კვლევებს ყველა დარგში. ცხადია, ახალგაზრდებს აქვთ და მომავალშიც ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ყველა ფართომასშტაბიან კონკურსებში“, - განაცხადა ჩხენკელმა. როგორც მან აღნიშნა.

ქართული ენისა და ქართველოლოგიური კვლევების ხელშეწყობა სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და შოთა რუსთაველის ეროვნულ ფონდში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, როგორც ახალგაზრდების, ასევე, სახელოვანი მეცნიერების ჩართულობით, სწორედ ქართველოლოგიური კვლევები იქნება.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების საფეხურზე დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, რომელიც აკადემიური პროგრამების ხარისხის განვითარებასთან ერთად საუნივერსიტეტო სივრცეებში სამეცნიერო კვლევითი პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა