ბექა ფერაძე - შეზღუდვების შემსუბუქება და გახსნა ავეჯის მაღაზიებსაც ეხება

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება და გახსნა სავაჭრო "მოლების" მსგავსად ავეჯის მაღაზიებსაც ეხება.

როგორც ფერაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, ყველა ობიექტი შრომის ინსპექტირების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება.

„ეს ეხება ისეთი ტიპის ნებისმიერ სავაჭრო ობიექტს, სადაც დადგენილია პროტოკოლით განსაზღვეული მოთხოვნები. თუ მანამდე 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვებოდა, ახლა უკვე ერთი ადამიანი დაიშვება 20 კვადრატულ მეტრზე, რომელიც მკაცრად გაკონტრილდება. შრომის ინსპექცია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია არის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შრომის ინსპექციას აქვს ნებისმიერი კომპანიის შეჩერების უფლებამოსილება, თუ ვხედავთ, რომ კომპანიის მენეჯმენტი ვერ ახორციელებს მოთხოვნებს, ამით კი, ეპიდემიოლოგიურად საფრთხე ექმნება თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მოვახდენთ მსგავსი ტიპის ობიექტების მონიტორინგს", - განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, იგივე სახის კონტროლი განხორციელდება სასტუმროების მიმართაც.

"ვნახეთ, რომ აქტიური მოწოდება იყო საახალწლო ე.წ. ვახშამთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გვესმის, რომ ეს არის საზეიმო დღე, თუმცა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ რისკის შემცველია. ამიტომ, 21:00 საათის შემდეგ კვების ობიექტით ფუნქციონირება, მათ შორის, სასტუმროში განთავსების სექტორში იქნება შეზღუდული. მხოლოდ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი - ნომრებში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა