ვახტანგ გომელაური - საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით რეფორმები გაგრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კრიმინალურ პოლიციაში დასრულდება ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა.

კრიმინალური პოლიციის რეფორმების შესახებ გომელაურმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების დროს ისაუბრა.

„საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, კრიმინალურ პოლიციაში დასრულდება ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა. გაძლიერდება პრევენციული მიმართულება, განვითარდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა. გაგრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, რომლის უმთავრესი ამოცანა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობაა. გაიზრდება მართლწესრიგის ოფიცრების რაოდენობა და სრულად მოიცავს თბილისსა და საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქს.

განხორციელდება საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების საფუძველზე. რეფორმა გამომძიებლების დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას და, საბოლოო ჯამში, გამოძიების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, უკვე მომზადებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი და მიმდინარეობს ევროკავშირის პროექტის ჩართულობით სამოქმედო გეგმის შემუშავება.

კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამოძიების ხარისხის მონიტორინგის სისტემა და ამ მიზნით გაძლიერდება ადამიანის დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის შესაძლებლობები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა