ირაკლი ქადაგიშვილი ვახტანგ გომელაურს - რა შეიძლება გაკეთდეს იმ მიმართულებით, რომ პოლიციელი იყოს დაცული, რათა შეუფერხებლად შეასრულოს კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობები

ჩვენი პოლიციელების მიერ მათი უფლება-მოვალეობების და უფლებამოსილების შესრულების დროს მათზე ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი თავდასხმაა. რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, რომ პოლიციელი იყოს დაცული,-აღნიშნული კითხვით შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა მიმართა.

ირაკლი ქადაგიშვილმა ასევე კითხვა დაუსვა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს.

„თავდაცვის მინისტრობის კანდიდატთან მექნება ორი შეკითხვა: საუბარი იყო საყოველთაო თავდაცვის, მათ შორის, რეზერვის მუდმივ მზადყოფნაზე. ამ კონტექსტში, მინდა ვთქვა ჩემი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მე პირადად, როგორც მოქალაქეს, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახური შემოვიდეს და დამკვიდრდეს საქართველოში ყველასთვის. ყველასთვის განურჩევლად ცენზისა, სხვადასხვა სოციალური ლიფტებისა. უფრო კონკრეტულად, მაინტერესებს, რა კონკრეტული გეგმა არის ამისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა სულ მცირე, მამაკაცმა მოქალაქემ გაიაროს საყოველთაო სამხედრო სამსახური.

მეორე საკითხი თავდაცვის სამინისტრო ფლობს ქონებას, რომელიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ქონებაა. გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები, როდესაც მოქალაქეების ინტერესებისთვის ხდება ამ ქონების დათმობა და მოქალაქეებზე გადაცემა, მაგრამ, ამავდროულად, არის მთელი რიგი ქონება, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი, რომელიც იმდროინდელ თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და დღეს, ხშირ შემთხვევაში, ის პირდაპირ გამოყენებაში არ არის ხოლმე თავდაცვის სამინისტროს მიერ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქონებაა და მისი ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში შეიძლება ძალიან უპრიანი იყოს“, - აღნიშნა მან.

ქადაგიშვილმა კითხვით მიმართ შს მინისტრობის კანდიდატს და აღნიშნა, რომ პოლიციელების მიმართ ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი თავდასხმაა.

„შემდეგი კითხვა მექნება შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან - რა ხედვა, რა გეგმა არის უკანონო ემიგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო ათეული წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოწვევაა მთელი რიგი ქვეყნებისთვის. ნებისმიერ მომენტში შეიძლება, ეს გამოწვევა დადგეს ჩვენი ქვეყნის წინაშეც. რა პრევენციული ღონისძიებები, ან რა ხედვა შეიძლება გააჩნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით.

მეორე საკითხი - როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს მაინტერესებს, მიერ მათი უფლება-მოვალეობების და უფლებამოსილების შესრულების დროს მათზე ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელი თავდასხმაა. რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, რომ პოლიციელი იყოს დაცული, რათა მან შეასრულოს თავიდან ბოლომდე შეუფერხებლად ის უფლება-მოვალეობები, რაც კანონით აქვს მას დაკისრებული.იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ყველა ერთად ვულოცავთ ამ საერთო წარმატებას ჩვენი ქვეყნისთვის, და იმედს გამოვთქვამთ, რომ როდესაც მას დაამტკიცებს საბოლოოდ სასამართლო თავის წევრად, მისი შემდგომი ვინც იქნება, გააგრძელებს იმ პროგრამის იმპლემენტაციას, რაზეც აქ იყო საუბარი. კონკრეტული შეკითხვა მექნება-ადამიანები აღიქვამენ იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლის და საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქციონირებით და მათი არსებობით. უფრო კონკრეტული ინფორმაცია გვაინტერესებს, რა იგეგმება იუსტიციის სახლების და საზოგადოებრივი ცენტრების ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მექნება ასეთი შეკითხვა - მაინტერესებს, კონკრეტული მიმართულებები პანკისის ხეობაში იმ ღონისძიებებზე, რაც სამოქალაქო თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება განხორციელდეს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა