კახა კახიშვილი - ბოლო დროს ვხედავთ პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში, რაც იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას

ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში. რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას , - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც, კანონს არღვევენ.

„პირველი კითხვა მექნება თავდაცვის მინისტრობის კანდიდატთან - როგორ იმოქმედა პანდემიამ სამხედრო წვრთნებზე და მოცემულობიდან გამომდინარე, ხომ არ გაქვთ რამე გეგმები მომავალ წელს, ვინაიდან, როგორც ჩანს, ასეთი ვითარება გაგრძელდება. რა სიახლეებია დაგეგმილი სამხედრო პროფესიულ სწავლებასთან დაკავშირებით? ასევე, თქვენ ახსენეთ ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და თუ შეიძლება ამ საკითხების გაშლა, თუ კონკრეტულად რა ინიციატივებს გულისხმობს თქვენი ათწლიანი სამოქმედო გეგმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან მაქვს ერთი თხოვნა. ვიცი, რომ თქვენც ბევრს ფიქრობთ ამაზე, ჩვენ ვხედავთ ბოლო დროს პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში. რაც, თავისთავად, იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას. საუბარია იმ პოლიციელებზე, რომლებიც საქმიანობას ასრულებენ კანონით დადგენილი წესით და უფლებების დაცვით. ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკა არ ეხება მხოლოდ იმ პოლიციელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, კანონს არღვევენ, მაგრამ კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებიც გარეთ, ქარში, წვიმაში, დგანან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ. მათ ზურგზე გადადის თუნდაც ის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ გვძინავს და გადავადგილდებით ქუჩებში. ხშირად, როდესაც მანქანით მიწევს სიარული, განსაკუთრებით, ცუდ ამინდებში, ვხედავ, რომ ადამიანები დგანან და ქუჩაში ცდილობენ წესრიგი დაამყარონ და ბუნებრივია, იმ ადამიანებს კიდევ, კრიმინალურ პოლიციას ვგულისხმობ, რეალურად, ღამეები არ ძინავთ იმისთვის, რომ აგვაცილონ კრიმინალური შემთხვევები ქალაქში და ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოსამზადებელია რაღაც ტიპის გეგმა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კანონით დადგენილ ამოცანებს და იცავენ ქვეყანაში სიმშვიდეს, იყვნენ დაცულნი კონკრეტულად პოლიტიკური დარტყმებისგან და პროვოკაციული მოქმედებებისგან. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, იმ საქმიანობისთვის, რომელსაც კანონით დადგენილ ფარგლებში ასრულებენ და გვიცავენ ჩვენ და ჩვენს ქვეყანას. კითხვა მაქვს კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კიბერ-უსაფრთხოება არის 20-ე და 21-ე საუკუნეების გამოწვევა. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაგრძელდება და რაც უფრო მეტად დაინერგება ინტერნეტ-სივრცე და ინტერნეტ-ტექნოლოგიები უფრო მეტი ტიპის კიბერდანაშაულთან გვექნება ჩვენ მომავალში საქმე. ადრე თუ ქონებას ინახავდნენ ბინებში, ახლა ქონება და ფული ინახება ბარათებზე და შესაბამისად, ამ ბარათების და ფულის მიიმთვისებელნი უკვე სხვა ტიპის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. შესაბამისად, მე მომეწონა თქვენი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ კიბერ-უსაფრთხოების სამსახურები შეიქმნება რეგიონებში. ვფიქრობ, რომ აუცილებელია მათი სერიოზული დაფინანსება, სწავლება პირველ რიგში, რომ მზად ვიყოთ ასეთი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის.

ხომ არ გაქვთ შემუშავებული გეგმა სპეცოპერაციების დაცვის კუთხით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს სპეცოპერაციებს, ისეთი ტიპის ინფორმაციები ვრცელდება სოციალურ ქსელში ან მედიაში, რომელიც ბუნებრივია, ხელს არ უწყობს ამ შემთხვევაში, პოლიციელების მუშაობას და მეტიც, თვითონ დამნაშავეს აძლევს უფრო მეტ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავს პოლიცია და ამ კუთხით ხომ არ გაქვთ რამე გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერაციები ჩატარდეს ისე, რომ პოლიციელების და დაზარალებულების სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი იმით, რომ უბრალოდ, პრევენციულად, ვიღაც ისეთ ინფორმაციას არ გაუშვებს, რაც თავისთავად, საფრთხეს შეუქმნის ოპერაციის მონაწილე პირებს",- განაცხადა კახა კახიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა