რატი იონათამიშვილმა სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედროების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა

საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ სამშვიდობო მისიებში დაჭრილ სამხედროებს ადეკვატური სოციალური და სამართლებრივი გარანტიები ჰქონდეთ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

იონათამიშვილმა ღარიბაშვილს ჰკითხა, თუ რა მნიშვნელოვანი სიახლეები იყო დაჭრილ სამხედროებთან დაკავშირებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რა იგეგმება მომავალში.

„ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფერო თავდაცვის უწყებაში არის სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედროების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა. ჩვენი ღირსების საკითხია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული და ადეკვატური სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. მნიშვნელოვანია ის, რომ შეზღუდული შესაძებლობის განსხვავებული კატეგორიები არცერთ შემთხვევაში არ გამხადარა იმის საფუძველი, რომ მათ შეჩერებოდათ სამხედრო სამსახური. ისინი დღესაც განაგრძობენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სფეროში მუშაობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მათ ძალიან სჭირდებათ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცის სრულფასოვანი კურსის გავლა, ასევე კოვიდისგან გამომდინარე დამატებითი რისკები, რაც შეგვეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. გთხოვთ, გვითხრათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი სიახლეები იყო ამ მიმართუელბით და რა იგეგმება მომავალში?", - მიმართა რატი იონათამიშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს