ონლაინ ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის გრძელდება

ონლაინ ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 23 დეკემბერს ღია კარის დღე თერჯოლის, საჩხერის, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ჭიათურის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის გაიმართება.

შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ტარდება. ონლაინ ღია კარის დღეზე ცენტრის წარმომადგენლები 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ისაუბრებენ.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მეთორმეტეკლასელებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისაგან.

აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით, ღია კარის დღე სხვა რეგიონების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვისაც გაიმართება. კონკრეტული თარიღის შესახებ მათ ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხშირად დასმული კითხვები პასუხებთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა