ვახტანგ გომელაური - პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ითმენენ

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, ისევ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის - ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელებზე თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს.

„პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს. პოლიციელს გააჩნია თმენის ვალდებულება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის უსაზღვრო. როგორც კი პოლიციელის მიმართ ჩადენილი ქმედება გასცდება კანონით დადგენილ წითელ ხაზებს, დამნაშავის მიმართ კანონი ამოქმედდება, მთელი სიმკაცრით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დავძაბოთ ვითარება, როცა არის აქციები. არ ვსაუბრობ თავდასხმაზე იარაღით ან რაიმე სხვა ნივთით.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, ისევ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში, თუმცა გვიწევს ხოლმე დაკავება. შემდეგ დიდი პრეტენზიები აქვთ ხოლმე, არა მარტო იმ ადამიანებს, არამედ პარტიებსა და მათ მიმდევრებს. დიდი მადლობა, ასევე, თქვენ, ყველას, მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს