პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა სამთავრობო პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებს ნდობა გამოუცხადა

საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის გოჩა ლორთქიფანიძის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის თეა ახვლედიანისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის მოსმენა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა დასრულდა.

დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადებასა და სამთავრობო პროგრამას კენჭი უყარეს.

მინისტრობის კანდიდატებს ნდობა კომიტეტების წევრი დეპუტატების სრულმა შემადგენლობამ გამოუცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო