ჰანს კლუგე გიორგი გახარიას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პროცესში ლიდერობისთვის მადლობას უხდის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებასა და საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში ლიდერობისთვის მადლობას უხდის, - ამის შესახებ ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოს მთავრობის მეთაურის „ტვიტს" ეხმაურება და პატივისცემას გამოხატავს ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზზე მებრძოლი ყველა მედიკოსის მიმართ.

„ბატონო გიორგი, მადლობას მოგახსენებთ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიაზე რეაგირებისა და საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ხელმძღვანელობისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის სამსახური ქართველი ხალხის გვერდით დგას კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. პატივისცემას გამოვხატავ ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზზე მებრძოლი ყველა მედიკოსისადმი",- წერს ჰანს კლუგე „ტვიტერში".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა