გოჩა ლორთქიფანიძე 2008 წლის აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - მოლოდინი არის სიმართლისა და სამართლიანობისთვის, მოლოდინი არის ის, რასაც  ქვეყანა იმსახურებს

მოლოდინი არის სასიკეთო, მოლოდინი არის სიმართლისა და სამართლიანობისთვის, მოლოდინი არის ის, რასაც ეს ქვეყანა იმსახურებს და ყველაფერი იმის აღიარება, შეფასება უნდა მოხდეს, რა ძალისხმევაც ჩვენ გავწიეთ, - განცხადება ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა გოჩა ლორთქიფანიძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული დასკვნის გამოქვეყნებასთან არსებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდებული 700-მდე მტკიცებულება ამყარებს საქართველოს სიმართლეს და აჩენს სასიკეთო მოლოდინებს.

„ეს ეხება, განსაკუთრებით, 2013 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდებულ 700-მდე მტკიცებულებას, მათ შორის, აუდიო ფაილებს, სეისმური სადგურის ჩანაწერებს, სარადარო მონაცემებს, “ისკანდერის” რაკეტას, ანუ მთლიანად ეს მტკიცებულებები კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს სიმართლეს, სამართლიანობასა და სასიკეთო მოლოდინებს“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, საქართველო იმავე მტკიცებულებათა ბაზას ეყრდნობა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასთან დაკავშირებითაც.

„უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ეს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გამოძიება და ჩვენ იგივე მტკიცებულებათა ბაზას ვეყრდნობით ჰააგის გამოძიებასთან დაკავშირებითაც, იმისათვის, რათა დადგეს პასუხისმგებლობა დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილი იქნა საქართველოს სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ და ეთნიკური წმენდის თვალსაზრისით“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს