გიორგი ამილახვარი - საქართველოს აქვს სრული პოტენციალი იყოს რეგიონში საგანმანათლებლო ფლაგმანი და გახდეს არა მხოლოდ დისტანციური, არამედ მთლიანად განათლების ჰაბი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ინიციატივა, რომელიც საქართველოს დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოყალიბებას გულისხმობს, არასწორად იქნა გაშუქებული და აღქმული რიგი მედიასაშუალებებისა და დილეტანტების მიერ.

მისი თქმით, აღნიშნული იდეა გულისხმობს იმას, რისკენაც მიდიან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები.

„ეს ნიშნავს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ისეთი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების შექმნას, რომელიც მისცემს მათ საშუალებას შეიმუშავონ პროგრამები, რომლის სრულად განხორციელება შესაძლებელია დისტანციურად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და შესაბამისი მეთოდოლოგიით, რომლის შეთავაზებაც მოხდება მხოლოდ უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლითაც მოხდება ქვეყნის განათლების სისტემის პრესტიჟის ზრდა, ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაფართოება და დამატებითი სახსრების მოზიდვა განათლების სექტორში. ეს იდეა საერთოდ გამორიცხავს ქართველი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის აღნიშნული პროგრამების შეთავაზებას, რაც სრულად დისტანციურ სწავლებას გულისხმობს. ბუნებრივია, ეპიდემიის დასრულებისთანავე, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაუბრუნდება ჩვეულ სწავლების მოდელს.

საქართველოს აქვს სრული პოტენციალი იყოს რეგიონში საგანმანათლებლო ფლაგმანი და გახდეს არა მხოლოდ დისტანციური, არამედ მთლიანად განათლების ჰაბი, რისი მთავარი მიზიდულობის ცენტრიც იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს