ირაკლი ჩიქოვანი - მინდა ხაზი გავუსვა პოლიციელების მაღალ პროფესიონალიზმს და თავდადებას, რომელიც ზუგდიდში ვიხილეთ

არ შემიძლია არ შევეხო იმ ცნობილ ყაჩაღობას, რომელიც ზუგდიდში მოხდა არჩევნების წინ. მე ვარ უშუალოდ თვითმხილველი, პოლიტიკურმა ოპონენტებმა თუ როგორ გამოიყენეს ეს ყველაფერი პოლიტიკური ისტერიისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა. პარლამენტის წევრმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს კითხვით მიმართა.

„შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და მის თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო. მე როგორც ზუგდიდის მაჟორიტარმა არ შემიძლია არ შევეხო იმ ცნობილ ყაჩაღობას, რომელიც ზუგდიდში მოხდა არჩევნების წინ. მე ვარ უშუალოდ თვითმხილველი პოლიტიკურმა ოპონენტებმა თუ როგორ გამოიყენეს ეს ყველაფერი პოლიტიკური ისტერიისათვის. აბსოლიტურად სრული პოლიტიკური სიბეცეა გამოვლენილი ამ თემასთან მიმართებით, როგორც მაშინ, ასევე დღეს, უბრალოდ მინდა კომენტარი გთხოვოთ ამ თემასთან დაკავშირებით, სად ვართ? რა მიმდინარეობაა ამ თემასთან მიმართებით და მინდა ხაზი გავუსვა ამ ტრიბუნიდანაც იმ მაღალ პროფესიონალიზმსა და თავდადებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოიჩინეს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პარლამენტის წევრი ასევე დაინტერესდა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის მიერ გამოთქმულ ინიციატივაზე, რომელიც თავდაცვის ძალების აღჭურვის ცვლილებასა და მათ ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

„ყველასათვის გასაგებია და კარგად გვესმის, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ტვირთი ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა თანმიმდევრულად ეს აუცილებლად გასაკეთებელია. მე მაინტერესებს რა სტრატეგიული ხედვაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ დავგეგმოთ და შესაბამისად ვთქვათ, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები მიუახლოვდებიან აღჭურვილობის ნაწილში ჩვენს პარტნიორებსა და ალიანსის წევრებს. მაინტერესებს თქვენ სად ხედავთ ამ ყველაფრის განვითარებას და ამისთვის უპირობოდ მინდა გითხრათ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყველა წევრი გვერდში დაგიდგებათ ამ საკითხთან მიმართებით", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო