ენტონი ფაუჩი - მოვუწოდებ ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ჩაიტაროს ვაქცინაცია, ამით შევქმნით დაცვის ფარს, რაც დაასრულებს პანდემიას

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ, სამედიცინო სფეროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. მედიიის ინფორმაციით, მათ ვაქცინაციისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინა შეარჩიეს.

„მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამით ჩვენ ამ ქვეყანაში შევქმნით დაცვის ფარს, რაც დაასრულებს პანდემიას“, - განაცხადა ფაუჩიმ.

მასთან ერთად ვაქცინაცია ჩაიტარა აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა, ალექს აზარმა.

„ახლა ჩვენ ამ ბნელი პერიოდიდან გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვა შეგვიძლია“, - აღნიშნა მან ვაქცინაციისას.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა