ორჰუსის კონვენციის განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საჯარო განხილვაზე ორჰუსის კონვენციის ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირმა (National Focal Point) - ნინო გოხელაშვილმა 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის მომზადების პროცედურის, სტრუქტურის და კონვენციის შესრულების მდგომარეობის სამი პრინციპის (გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა) შესახებ ისაუბრა.

„საჯარო განხილვის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციების “მწვანე ალტერნატივას” და “საბუკოს” წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით. საჯარო განხილვას, რომელსაც ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და დაიტერესებული საზოგადოება, ფასილიტაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი უწევდა. საჯარო განხილვამდე საქართველოს სამთავრობო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტი საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა 16 ოქტომბერს. საზოგადოების მხრიდან მიღებული კომენატრებისა და შენიშვნების განხილვა მოხდა შესაბამისი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში. საჯარო განხილვისას მიღებული მოსაზრებების, კომენტარებისა და დისკუსიის საფუძველზე დარედაქტირდება დოკუმენტი და ანგარიშის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდებზე. მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ორჰუსის კონვენციის განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით გაიმართა. საქართველო, როგორც ორჰუსის კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, კონვენციის ყოველი მხარეთა შეხვედრისთვის, მოამზადოს და წარადგინოს კონვენციის შესრულების ეროვნული ანგარიში. ეროვნულ ანგარიშებში აღიწერება, თუ რა საკანონმდებლო, მარეგულირებელ და სხვა სახის ღონისძიებებს ატარებენ მხარეები კონვენციის მოთხოვნათა შესასრულებლად. ორჰუსის კონვენციის მხარე სახელმწიფოების მიერ ანგარიშების წარდგენის საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 1 თებერვალი“,-აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო