გორის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი დღეს განახლდება

გორის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი დღეს განახლდება.საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის სურვილი და თანხმობა თავისუფლების აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდზე ბრალდებულებიდან სამმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა გამოთქვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, ძირითადი ფაქტორი რის გამოც ბრალდებულებმა ნაფიცმსაჯულების სასამართლო ამოარჩიეს არის ის, რომ ისინი არ ენდობიან სასამართლოს და გადაწყვიტეს საზოგადოებას ანდონ საკუთარი საქმე.

"გამოცხადებული კანდიდატებიდან შევეცდებით შევარჩიოთ ნაფიცმსაჯული, რომელიც შეძლებს ობიექტურად განიხილოს საქმე და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. როგორც ბრალდების მხარე, ასევე დაცვის მხარე ვუსვამთ შეკითხვებს და ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე ვაფასებთ რამდენად შეძლებს ადამიანი სწორად აღიქვას ფაქტები და გარემოებები, რომლებიც ასახულია საქმეში. თუ ასეთი კანდიდატი არ არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში აცილების შუამდგომლობას ვაყენებთ. ძირითადი ფაქტორი რის გამოც ბრალდებულებმა ნაფიცმსაჯულები ამოარჩიეს არის ის, რომ ისინი არ ენდობიან სასამართლოს. მათ გადაწყვიტეს საზოგადოებას ანდონ საკუთარი საქმე, რომ საზოგადოებამ შეაფასოს ის მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურას აქვს წარმოდგენილი“, - აღნიშნა ბექა ნემსიწვერიძემ.

იხილეთ ვიდეო:თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი დღეს განახლდება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა