AstraZeneca-ში აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ეფექტური უნდა იყოს

AstraZeneca-ში აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გადამდები ვარიანტის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ეფექტური უნდა იყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩ ველე“ ავრცელებს.

„AZD1222 (AstraZeneca-ს კანდიდატი ვაქცინა) შეიცავს SARS-CoV-2 ვირუსის სპაიკ ცილების გენეტიკურ მასალას და ამ ახალ ვირუსულ შტამში გენეტიკური კოდის ცვლილებები, როგორც ჩანს, სპაიკ ცილის სტრუქტურას არ ცვლის", - აცხადებენ კომპანიაში.

გაერთიანებულ სამეფოში კოვიდ 19-ის გამომწვევი ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია.

შეგახსენებთ, AstraZeneca-სა და Oxford-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების დროს 62% -იანი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა იმ მონაწილეებში, რომლებსაც ჯერ ვაქცინის ნახევარი, შემდეგ კი სრული დოზა გაუკეთეს, ეს მაჩვენებელი 90 %-მდე გაიზარდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა