M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინა უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ

M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინა უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეტყობინებები თითოეულ მძღოლს გაეგზავნა.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ძალიან კარგი აქცია ტაქსის მძღოლების რისკ და სპეციფიურ, პრიორიტეტული ჯგუფების იმუნიზაცია, M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან, როგორც ვიცი უკვე დაგზავნილია შეტყობინებები მათთან თუ სად უნდა მივიდნენ და სად უნდა მოხდეს მათი ვაქცინაცია. ეს არის აქცია, რომლის ფარგლებში მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინა უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა