გიორგი გახარია რეგიონში არსებულ ვითარებაზე - საქართველოს უსაფრთხოების და რეგიონში მისი ინტერსების გაძლიერებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩვენს რეგიონში ყოფნა გავაძლიეროთ

პრემიერ -მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად მძიმე გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო ფრთხილად ნეიტრალიტეტის დაცვა, რამაც ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, კეთილმეზობლური ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა მეზობელ ქვეყნებთან. გახარიას თქმით, ეს ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბარი დღეს შესაძლებელია საკმაოდ ფრთხილად, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, საბოლოო შედეგები დღეს თვალსაჩინო არ არის არავისთვის. ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ ცვლილებების საბოლოო კონტურები დავინახოთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი პოზიციონირება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე მკაფიოდ დააფიქსიროს. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ საქართველოში უსაფრთხოების და რეგიონში მისი ინტერსების გაძლიერების თვალსაზრისით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩვენს რეგიონში ყოფნა გავაძლიეროთ. იმიტომ, რომ რეგიონში მოვლენების ბოლო განვითარების შედეგი გახლავთ ის, რომ ან გაძლიერდა, ან გაიზარდა მოთამაშეების რაოდენობა. ამისთვის დღეს ყველაზე ნათელი ნაბიჯი და ლოგიკური ქმედება უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეგიონში ყოფნა მაქსიმალურად გავაძლიეროთ. გარდა ამისა, ამ განვითარების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ, მიუხედავად მძიმე გამოწვევისა, შეძლო ფრთხილად ნეიტრალიტეტის დაცვა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, კეთილმეზობლური ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა ჩვენს მეზობლებთან, რაც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არის საბაზისო მოთხოვნა იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომში ჩვენი რეგიონული ფუნქციის შესრულება შევძლოთ. ეს არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ეს ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს