პირი, რომელმაც საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს

შეიარაღებული პირი, რომელმაც საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი, 48 წლის მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, პუი-დე-დომიში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამართალდამცავებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი გამოძახების მისამართზე მივიდნენ და ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შემდეგ მამაკაცმა სახლს ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცავებმა ქალის გადარჩენა შეძლეს.

მომხდარს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მან დაღუპული პოლიციელების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს