გიორგი გახარია - ეროვნულ ბანკს საკმარისი  რესურსები აქვს, რომ ჩვენ  არაპროგნოზირებადი რყევებისგან მაქსიმალურად დავიცვათ ლარის კურსი და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები

ეროვნულ ბანკს რესურსებიც საკმარისი აქვს, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური მიმართულებით, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კური და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკური ძლიერი ბიზნესი და მაქსიმალურად სწრაფად სამუშაო ადგილების აღდგენა - ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები, რითაც ლარის სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„სამწუხაროდ, საქართველოში ლარის კურსი ყოველთვის იყო და დღესაც რჩება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ საკითხად. სამწუხაროდ, ეს ასეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მე შემიძლია მოგიყვეთ აქ, რომ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა. ჩვენ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ყველაფერს ვაკეთებთ ერთად. ეს ასეა. ეროვნულ ბანკს რესურსებიც საკმარისი აქვს, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური მიმართულებით, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ არაპროგნოზირებადი რყევებისგან ლარის კური და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სწრაფი ეკონომიკური ძლიერი ბიზნესი და მაქსიმალურად სწრაფად სამუშაო ადგილების აღდგენა - ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები, რითაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ლარის სტაბილურობა. ახლა ვსაუბრობ კონკრეტულად კრიზისიდან გამოწვეულ შედეგებზე და არა საშუალო და გრძელვადიანზე. ჩვენ სანამ არ დავუბრუნდებით 2019-2020 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მანამდე, რა თქმა უნდა სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველებს, ლარის კურსის სოციალური ზემოქმედების ნაწილში ყოველთვის დაუდგება გვერდით. ჩვენ გვესმის, რომ ეს აუცილებელია და ამას გავაკეთებთ ნებისმიერ პირობებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან