„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. როგორც ენუქიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გვერდით ქუჩაში დგომას არ აპირებს.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ შიგნით მისი გადაწყვეტილების შესახებ ყველამ იცოდა.

„ამ წუთში გადაწყვეტილი არ მაქვს როდის შევალ, თუმცა ჩემი ხედვები მაქვს და პარლამენტში შესვლას ვაპირებ. აბა რატომ არ დავწერე განცხადება? იქ რასაც იტყვი, იმას ქვეყანა ისმენს. მე ქუჩაში ვერ დავდგები სააკაშვილის და ბოკერიას გვერდით განსაკუთრებით. მე თავისუფალი კაცი ვარ, პარტიაში ეს ყველამ იცოდა, რომ ვისაც რა გადაწყვეტილება უნდოდა იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არავინ არავის არ აძალებს და არ სთხოვს ასე მოიქეციო. პარტიის წევრი არ ვარ, ვიყავი თავისუფალი წევრი, მე ვრჩები ამ პარტიის მხარდამჭერად და ვიქნები ბოლომდე“, - აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ.

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსს" 4 მანდატი აქვს მოპოვებული. პარტიული სიის სამმა წევრმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა.

იხილეთ ვიდეო:"პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია