მამუკა მდინარაძის განმარტებით, პარტიას დაფინანსება შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ უარს აცხადებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, პარტიას დაფინანსება შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ უარს აცხადებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ „ირაკლი კობახიძე ავტორია წიგნის, სადაც წერს, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური ბოკიოტის გამო შეუწყდეს დაფინანსება". მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კანონპროექტის მიხედვით, პარტიას დაფინანსება პოლიტიკური ბოიკოტის გამო არ უწყდება.

მისი თქმით, დეპუტატს პოლიტიკური ბოიკოტის გამოყენების შემთხვევაში ხელფასიც კი არ ექვითება. შესაბამისად, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „თუ დავარქმევთ, რომ ბოიკოტის გამო, რაღაც ნორმის სანქცირება ხდება ეს იქნება უხეში შეცდომა“.

„არის სამართლებრივი სივრცე. ამ სამართლებრივ სივრცეში ვიღაც ამბობს, რომ არ ვცნობ არც პარლამენტს, არც ინსტიტუტს, არც არჩევნებს და ზოგადად, ამ სამართლებრივი სივრციდან გავდივარო. მერე გეუბნება, რომ ერთადერთი, რაც ამ სამართლებრივ სივრცეში ჩემთვის ლეგიტიმურია, ეს არის დაფინანსება და ეს ფული მომეცი. ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ ეს სამართლებრივი სივრცე, თუ ეს ინსტიტუტი საერთოდ თქვენთვის არ არსებობს, არ აღიარებთ პარლამენტის ლეგიტიმურობას და არ მონაწილეობთ იმაში, რაც ამომრჩეველმა დაგავალათ და ამ ყველაფერს სცნობთ არალეგიტიმურად, როგორ შეიძლება ერთადერთი რამ იყოს თქვენთვის ლეგიტიმური და ეს იყოს მაინცდამაინც ფული, რომელიც ამ სამართლებრივ სივრცეში მოაზრებულია, როგორც პარტიის დაფინანსება იმ შემთხვევისთვის, როცა პარტია ხდება საპარლამენტო“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს