ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან, თუ შესაბამის საბანკო რეკვიზიტებს წარადგენენ, დაერიცხებათ ხელფასი იმ პროცენტული განაკვეთის შესაბამისად, როცა სხდომებს არ ესწრებოდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც სხდომათა დარბაზში არ იმყოფებიან, თუკი შესაბამის საბანკო რეკვიზიტებს წარადგენენ, დაერიცხებათ ხელფასი იმ პროცენტული განაკვეთის შესაბამისად, როცა სხდომებს არ ესწრებოდნენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ. ამასთან, როგორც ოხანაშვილმა სესიაზე განმარტა, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის პირვანდელ ვარიანტში ცვლილებები აისახა, რომლის მიხედვით, თუ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პარტიის წარმომადგენელთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს მაინც არ დაესწრება, მათ დაფინანსება კი არ შეუწყდება, არამედ შეუჩერდებათ.

„საგაზაფხულო სესიას თებერვლიდან ვიწყებთ. თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პოლიტიკური პარტია სრულად მიიღებს დაფინანსებას. ივლისში უკვე ჯამდება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვინ ესწრებოდნენ და ვინ არა სხდომას. ამის შემდეგ, თუკი პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატების ნახევარი მაინც სხდომათა ნახევარს მაინც არ დაესწრება, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ამ პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება შეუჩერდება. თუმცა თუკი შემდგომ გადაწყვეტენ, რომ ამ დემოკრატიულ ცხოვრებაში ჩაერთონ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დაფინანსება ისევ აღდგება. ეს არის სამართლიანი და დაბალანსებული მექანიზმი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის შეფასებით, პარტიებს ეძლევათ არჩევანის შესაძლებლობა პოლიტიკურ ბოიკოტსა და საბოტაჟს შორის.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში არშესული ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ითვალისწინებს, რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა