თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის ყოფილ მთავარ რედაქტორს 27 წელზე მეტი ხნით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის, Cumhuriyet-ის, ყოფილ მთავარ რედაქტორს, ჯან დიუნდარს, 27 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიუნდარს ბრალი ტერორიზმსა და ჯაშუშობაში დასდეს.

ჟურნალისტს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს, ვინაიდან ის ამჟამად გერმანიაში იმყოფება. სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს დიუნდარის ადვოკატებმაც, ვინაიდან, მათი განმარტებით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ცნობისათვის, ჯან დიუნდარმა გერმანიას 2016 წელს, მას შემდეგ შეაფარა თავი, რაც მას თურქული იარაღის სირიელი მეამბოხეებისთვის მიწოდების შესახებ გამოქვეყნებული მასალის გამო ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაშინ განაცხადა, რომ დიუნდარს ეს რეპორტაჟი ძვირად დაუჯდებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს