ანა ნაცვლიშვილი - სახელმწიფომ მთელი ზაფხული ჭრიჭინობელასავით ხტუნვა-თამაშში გაატარა და ისევ მოუმზადებელი შეხვდა კრიზისის მეორე ტალღას

სახელმწიფომ მთელი ზაფხული ჭრიჭინობელასავით ხტუნვა-თამაშში გაატარა და ისევ მოუმზადებელი შეხვდა კრიზისის მეორე ტალღას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, პანდემიის მართვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს ჯანდაცვის სექტორი ვერ იმართება და საჭიროა, იმ ადამიანების რჩევების გათვალისწინება, რომლებმაც ჯანდაცვის სექტორის მართვა იციან.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კრიზისის მეორე ტალღაა და მას ჰქონდა პირველი ტალღა და ჰქონდა შუალედი, დაგროვილი გამოცდილება სწორად გაეანალიზებინა და მომზადებულიყო მეორე ტალღის სწორად სამართავად, მთელი ზაფხული ჭრიჭინობელასავით ხტუნვა-თამაშში გაატარა და ისევ მოუმზადებელი შეხვდა მეორე ტალღას. სწორედ იმიტომ, რომ ჯანდაცვის სექტორი ვერ იმართება სწორად, საჭირო გახდა ახალი შეზღუდვების შემოღება, რომელმაც კატასტროფული ზიანი მიაყენა საქართველოს ათასობით მოქალაქეს და ძალიან რთულ შედეგებს აყენებს საქართველოს ეკონომიკას. ჩვენ მივესალმებით, რომ 24 დეკემბრიდან დაიშვა სავაჭრო ცენტრების მუშაობა, თუმცა საჭირო იყო უფრო დროული რეაგირება მომხდარიყო. აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხება ძალიან ბევრ სექტორს, რომელსაც სახელმწიფომ არა თუ რაიმე შეღავათი მისცა, არამედ პასუხსაც არ აძლევს, როდის და რა პირობებში მისცემს მათ ფუნქციონირების უფლებას. იქნებ ახლა მაინც, როდესაც ასეთი მძიმე შედეგები დადგა, ახლა მაინც გავაკეთოთ ის, რომ მივყვეთ იმ ადამიანების რჩევებს და რეკომენდაციებს, რომლებსაც ესმით რა არის კრიზისის მართვა და იციან როგორ უნდა იყოს მართული ეკონომიკა და ასევე, მივყვეთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებმაც ჯანდაცვის სექტორის მართვა იციან, რომ ის გაუგებარი სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი იქნებ ახლა მაინც გამოსწორდეს და იქნებ ახლა მაინც გაკეთდეს ყველაფერი ისე, როგორც სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ჯადაცვის სექტორი ვერ იმართება და ნაცვლად იმისა, რომ გასწორებულიყო, კიდევ უფრო მძიმე ტვირთი დააკისრეს ეკონომიკას და ამით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს