ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოძიების პრეროგატივაა, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამოძიების პრეროგატივაა, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

მან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს და სახელი დაერქვას, როგორც „კარტოგრაფების საქმე“, რაც მიუთითებს, რომ მათი მცდელობაა, საკუთარი დანაშაული დაფარონ“.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებში მაღალი დონის ჩართულობა იქნებოდა, თუმცა, ვინ და როგორ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით ზუსტად იდენტური განცხადებები, რაც გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ჩვენ გამოვრიცხავთ იმას, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღებოდა დაბალ დონეზე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მაღალი დონის ჩართულობა იქნებოდა, თუმცა, ვინ და როგორ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გამოძიების გარეშე ვინმესთვის ბრალდების წაყენება გაგვიჭირდება, ეს გამოძიების საქმეა“, - განაცხადა კობახიძემ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “რადიკალურ ოპოზიციას” აქვს მცდელობა დავით გარეჯის საქმეში საკუთარი დანაშაული დაფაროს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ცდილობს, აღნიშნულ საქმეს „კარტოგრაფების საქმე” დაერქვას.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს