თამარ ნიკურაძე - „ჯივიპის“ ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტს

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მდინარე არაგვიდან სათავე ნაგებობებზე წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების ქსელში წყლის ხარისხის მონიტორინგი თბილისის მასშტაბით 390 სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს.

„ჯივიპის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტს. იმისთვის, რომ მდინარე არაგვიდან მოპოვებული ნედლი წყალი სასმელად ვარგისი გახდეს და ჩვენს ონკანებამდე მოვიდეს, რთული ტექნოლოგიური პროცესების გავლა და მრავალი ადამიანის შრომაა საჭირო”, - აცხადებს წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ნიკურაძე.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნედლ წყალს მდინარე არაგვიდან და მისი ფილტრატებიდან მოიპოვებს. მოპოვებული წყალი მრავალი კილომეტრი სიგრძის მილსადენებით სათავე ნაგებობებისკენ მიედინება, სადაც იწმინდება და იფილტრება.

მოსახლეობის ონკანებში განაწილებამდე ნედლი წყალი უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას. ლაბორატიურიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყალი ნაწილდება ქსელში და 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება მოსახლეობას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქში წყლის ხარისხის მონიტორინგს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული სტანდარტის მიხედვით ატარებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა